საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, პირველ ივლისს იწყება. მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის.
თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 6.8-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც ფონიჭალაში უნდა გაევლო, აღარ აშენდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში „ინფო რუსთავს“ განუცხადეს, რომ რამდენიმე თვის წინ შეჩერებული სამუშაოების განახლება აღარ იგეგმება.
სიმშვიდე თუ არ იქნება, ვერაფერს მიაღწევს ადამიანი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ შიბლიანის გადასახვევთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ავტოავარია დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით „თავისუფლების მარში“ ზუგდიდშიც გაიმართა. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ამით სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში გამართულ მსვლელობას.
თბილისი-ბათუმის რეისზე დანიშნული დამატებითი მატარებელი გზაში გაფუჭდა და ჩაქვთან იყო გაჩერებული. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში არჩილ გამზარდიამ გაავრცელა. მისი თქმით, მატარებელს „დამცველები რამდენჯერმე გადაეწვა“.
სენაკის მუნიციპალიტეტში, მენჯის თემში, 45 წლის კაცი და მისი მცირეწლოვანი შვილი მდინარე ცივში დაიხრჩვნენ. როგორც „რეგინფოს“ მერის წარმომადგენელმა, გიგლა ელიავამ უთხრა შემთხვევა გუშინ, საგაბისკირიოს უბანში მოხდა. მამა-შვილის ცხედრები დღეს იპოვეს.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე, ქარელის გადასახვევთან სატვირთო ავტომანქანა გადაბრუნდა, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის მთელ სანაპირო ზოლზე მოსალოდნელი ძლიერი შტორმის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს, არ შევიდნენ ზღვაში.
გიორგი სულაშვილი, რომელმაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა, 20 ივნისის აქციის დარბევას იხსენებს. მისი თქმით, სამართალდამცავებმა ტყვია გამიზნულად ესროლეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11