weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

საზოგადოება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, პეტრე-პავლობის მარხვა, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზით ხსნილი იქნება. მარხვის შენახვის წესი ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში აკურთხა.

მინდა მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რამე შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ბინაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ქალი დღეს დილით დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, მძიმეა კიდევ ერთი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საპროტესტო აქციების დაშლისას პოლიციას რეზინის ტყვიების გამოყენება რომ აეკრძალოს, ამ მოთხოვნით, პეტიცია შეიქმნა და ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს.

ისანში, გაჩერებაზე მიკროავტობუსის მძღოლი მოკლეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დამნაშავემ მძღოლი დანით რამდენიმე ადგილას დაჭრა. მძღოლი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

თბილისი-ბაკურციხის გზაზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიაში ქორწილის ესკორტი მოყვა. ერთმანეთს ტრაილერი და სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. როგორც „რეგინფოს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ავარიის შედეგად…

დემეტრე ნაყოფია, რომელსაც 20 ივნისის აქციის დარბევისას სპეცრაზმელმა რეზინის ტყვია თვალში მოარტყა, სინათლეს ხედავს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.

თბილისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. გვიან ღამით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ მომიტინგეებს მიმართა და განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ აპირებს იმ სპეცრაზმელს, რომელიც 20 ივნისის აქციაზე ტყვიებს დამიზნებით ისროდა, პასუხი აგებინოს. პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, „სჯობს თავად დაისაჯოს და სპეცრაზმელმა თავისი მიიღოს“.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარს, ირაკლი ხვადაგიანს, რომელიც 20 ივნისს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ცხრადღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანამშრომელი დავით ჯიშკარიანი ავრცელებს, რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]