საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
მეტროსადგურ „რუსთაველში“ გუშინ, გვიან ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიციამ 1986 წელს დაბადებული ნ. ჩ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ის ვაშლიჯვრის სასაფლაოსთან იმ დროს დააკავეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვება.
თბილისში, „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა კაცს ფიზიკურად სავარაუდოდ იმის გამო გაუსწორდნენ, რომ საყურე ეკეთათ. პირველი არხის ინფორმაციით, ინციდენტს მათი ჟურნალისტი თეონა მანაგაძე შეესწრო, რომელმაც დაპირისპირება ტელეფონით გადაიღო.
80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია „ფეისბუქზე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მიტროპოლიტი დილის 04:00 საათზე გარდაიცვალა. ცხედარი ბაგრატის ტაძარშია დასვენებული.
„კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს - პრაიდში მისვლა არაა საჭირო, მაგრამ თუ ხედავ, რომ ამ პრაიდს ქართული პოლიცია იცავს და ამ პოლიციას ვინმე ურტყამს, დაიცავი პოლიციელი და დადექი შუაში“, –…
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ემიჯნებიან როგორც სასულიერო პირების, ისე მრევლის მხრიდან გაკეთებულ აგრესიის შემცველ განცხადებებს.
ქუთაისის კლინიკა „ევექსში“ უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტი კალისტრატე გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ სასულიერო პირი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ბიზნესმენი ლევან ვასაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, მისი დაკავების შემთხვევაში, „ევროპული საქართველოს“ ლიდერთან, პარლამენტის წევრ გიგა ბოკერიასთან ერთად ორკაციან კამერაში მოათავსონ და „ცოტა ხანი ნუ შეიხედავენ“.
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, რის შედეგადაც 75 წლის ქალი და მისი ორი შვილიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ბებია გარდაიცვალა.
პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსად ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი დაინიშნა. მიმდინარე წლის აპრილიდან ის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იყო.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11