საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მესტიის მუნიციპალიტეტში, იდლიანის თემში 12 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა. ტყვია მამამისს მოხვდა და დაიღუპა.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ალექსი ბუიშვილია, რომელიც, მათივე თქმით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეა. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ალექსი ბუიშვილი ახმეტის პოლიციის…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1958 წელს დაბადებული რ.ბ. დააკავეს.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Mountain Set კუს ტბაზე, „სფეის ჰოლის“ ტერიტორიაზე ჩატარდება. ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 24 ივნისს გუდაურში, ადგილობრივებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს.
თურქეთში, ტრაპიზონთან ახლოს, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი რიზეს საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საპატრიარქო მართლმადიდებელ მოქალაქეებს მოუწოდებს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს საქართველოში დაისვენონ.
„მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს“, – აცხადებენ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის Mountain Set: Kazbegi-ის ორგანიზატორები. ფესტივალის ჩატარების ახალი ადგილი დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
გუდაურში ადგილობრივმა მოსახლეობამ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის - Mountain Set: Kazbegi-ის ტერიტორია დაარბია. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბ ბასიანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევისას დაშავებული 18 წლის მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელმა დალი გოგოლაძემ გაავრცელა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11