weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საზოგადოება

29 ივნისს, 09:00 საათიდან ყვარლის სასტუმრო კომპლექს „ყვარელი ედემში“ მიმდინარეობს ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-8 კონფერენცია თემაზე: ტუბერკულოზის მართვის თანამედროვე მიდგომები და პრინციპები.

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, 20 ივნისს ძალის შესაძლო გადამეტებაზე სწრაფი და ეფექტური გამოძიება ჩატარდეს.

„ჩვენ, რეალურად, რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკა გვაქვს, რომელიც საბჭოთა სამართლის მემკვიდრეა“, – ასე გამოეხმაურა გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილი სოციალურ ქსელში, „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც…

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში, 20 ივნისის აქციის დაშლისას სამართალდამცველთა მიერ არ ყოფილა გამოყენებული არცერთი ტყვია, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებით განსაზღვრულ ნორმებს.

თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების - თიბისის სტატუსის და „მასტერქარდის“ გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია. მაკა ჩაჩიბაიამ 29 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით მასტერქარდ სტატუს ბარათით ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორცელა.

თუშეთის სოფელ ზემო ომალოში, მერის წარმომადგენლის ლადო კახოიძის ორგანიზებით, დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც საოჯახო სასტუმოროების მეპატრონეები და სხვა ადგილობრივი მცხოვრებლები ჩაერთვნენ.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე კაცი თანასოფლელმა მოკლა. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიაყენეს.

შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაშლილ კარავში ოთხი ახალგაზრდა მესამე დღეა შიმშილობს. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე…

20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობას ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მესტიის მუნიციპალიტეტში, იდლიანის თემში 12 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა. ტყვია მამამისს მოხვდა და დაიღუპა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]