საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შემოქმედის თემის მცხოვრებლები ბჟუჟის ხეობაში 5-მეგავატიანი „ბჟუჟა-2 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. მათ დღეს ის შეხვედრა ჩაშალეს, სადაც მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის პრეზენტაცია უნდა გაემართათ.
თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს, ბინაში მყოფი სხვა სამი ქალიდან ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანი 29 წლისაა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მესტიის მუნიციპალიტეტში, ბეჩოს თემში, ავტომანქანა ხიდიდან მდინარე დოლრაში გადავარდა. ადგილობრივი მცხოვრებლები და მაშველები დღეს დილიდან ეძებენ 23 და 24 წლის ორ ახალგაზრდას, რომლებიც სოფელ მულახიდან არიან.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხაში, სადაც სკოლა სამი წლის წინ დაიწვა, ახალი, 90 მოსწავლეზე გათვლილი სასწავლო დაწესებულება აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები პედაგოგები აცხადებენ, რომ სკოლის ადმინისტრაცია მათ ავალდებულებს იმ ლექციებზე დასწრებას, რომლის თემა წინასწარ არ იციან. სანათა ოჩიაური ამბობს, რომ ის და სხვა მასწავლებლები, მათ შორის მუსლიმები,…
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა – განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ბ. დააკავეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კვიპროსმა, შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი განკარგულებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.
მაშველებმა, თბილისის ზღვაზე ტურისტი, 17 წლის ბიჭი გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამედიცნო ბრიგადამ ის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მკურნალობა უტარდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, კვირას, 9 ივნისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩავა და ბოდბეში ახლად აშენებულ წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს აკურთხებს. ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 91-ე კილომეტრზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11