weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2025

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შუალედური და რიგგარეშე არჩევნების პერიოდში მართლწესრიგის დასაცავად, თბილისსა და რეგიონებში საპოლიციო ძალების გადანაწილება ხდება.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, 14 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ძალადობის მუხლით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიშის“ გადაცემის წამყვანი, ლევან თორიაა.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სავარაუდოდ, საკვებით ინტოქსიკაციის გამო ოთხი მოსწავლე მოათავსეს. სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ ოთხივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სავარაუდოდ მალევე გაწერენ.

თბილისში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ „სახალხო მსვლელობას“ ბაიკერებიც შეუერთდნენ. მსვლელობა საპატრიარქოს ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან 17:00 საათზე დაწყო და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

2019 წლის 19 მაისის რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს 49 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 6130 დამკვირვებელი და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხმიანება და მოუწოდებს სახელმწიფოს, სიღრმისეულად გაიაზროს მისი როლი საზოგადოების ყველა წევრის ღირსების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დაცვაში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი მოსწავლე დაშავდა. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ცნობით, ისინი ბოლო ზარს აღნიშნავდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვალ, 17 მაისს, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს კანონის დაცვისკენ მოუწოდებს. შსს-ს განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება…

მთელი საქართველოს მასშტაბით დღეს საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი ჩატარდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, საყოველთაო ჯვრისწერა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ჩოხოსნების ორგანიზებით გაიმართა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]