weather cur horoscope tv
იანვარი 16, 2025

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ ოფისის გაქურდვის ბრალდებით თბილისში 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქურდობა 8 დეკემბერს მოხდა.

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვის და გავრცელების ბრალდებით დაკავებული 17 პირიდან სამი „გირჩის“ აქტივისტია. როგორც ჯაფარიძემ თქვა, ის დაკავებულები, რომელთანაც კომუნიკაცია…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო პერიოდში ქუთაისსა და სამტრედიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა. სამართალდამცავებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ჯ. ი. და მისი ძმა…

საბურთალოზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ბედნიერების მონუმენტი და სკვერი გაიხსნა. იდეა ექიმ არსენ გვენეტაძეს ეკუთვნის, მონუმენტის ავტორი კი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. გახსნის ღონისძიება გუშინ, უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ეხმაურება მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობას ესმის, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელ YouTube-ზე ატვირთა და ამ გზით გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 19 წლის ბიჭი მოკლეს. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, სროლას წინ თანასოფლელებს შორის დაპირისპირება უძღოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ე. ქურდობის და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების კადრების შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.

1-ლი აგვისტოდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი ევროპული მიმართულება დაემატება. ავიაკომპანია Wizzair-ი ბარის, ბრიუსელის, კოპენჰაგენის, ტალინის, ბაზელის და ეინდჰოვენის მიმართულებებით იფრენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, Wizzair-თან გაფორმებული შეთანხმების შედეგად…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]