weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი გადაწყვეტილებით, სკოლის დამამთავრებელ გამოცდებს წელს არც მე-12 კლასის მოსწავლეები ჩააბარებენ. ბახტაძის თქმით, „ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და…

გორში, ტყვიავი-კარალეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი ვაშლით დატვირთულ სატვირთოს შეეჯახა.

თბილისში, ისანში, ქეთევან წამებულის ქუჩის N67-ში მხუთავი აირით 7 ადამიანი გარდაიცვალა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ განცხადებით, ბინაში წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, რის შედეგადაც CO დაგროვდა.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. 2018 წლის ივნისიდან ამ დრომდე დილიმაშვილი საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია გვიან ღამით დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამყიდველს დანის მუქარით 300 ლარი და მობილური ტელეფონი გასტაცეს.

ოთხი წლის გოგონას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა, მარი წერეთელმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განმარტებით, წერეთელმა ეს გადაწყვეტილება საკუთარი მორალური…

29 იანვარს, პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგე უხუცესები ვანია მუთოშვილი, ჯოყოლა ბორჩაშვილი და კაკო გუნაშაშვილი თელავში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს. ქისტ უხუცესებს სამხარეო პოლიციის უფროსი შოთა ჭანუყვაძე შეხვდა და გააფრთხილა,…

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კუპატაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის მოადგილედ დაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 19 წლის გოგო სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით გაიტაცა. სამართალდამცავები გატაცებულს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის დღეს იპოვეს და სახლში დააბრუნეს.

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბატიაშვილის თქმით, სამინისტროს ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია აქვს, თუმცა სხვადასხვა სფეროს სპეციალისტთან კონსულტაციები მიმდინარეობს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]