საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის ბრალდებით გორში ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი.ს.
ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ეხმაურება განათლების სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც, 2020 წლიდან სკოლის გამოსაშვები გამოცდები სრულად გაუქმდება, ხოლო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარები ჩასაბარებლად სავალდებულო…
ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა ნაწილმა დღეს საპროტესტო აქცია გამართა და გამოსაშვები გამოცდების გაუქმება მოითხოვა. აბიტურიენტები აპროტესტებენ განათლების სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამოსაშვები გამოცდები წელს მხოლოდ მეთერთმეტე კლასელებისთვის…
„საქართველოში სექსი პოლიტიკიდან ქალთა განდევნის იარაღია“, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ქალთა მოძრაობის განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების სავარაუდო გავრცელების შესახებ გახდა…
თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონტრაქტით გათვალისწინებული ბინების გადაცემის პროცესი 2019-2020 წლებში დასრულდება.
ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაწყებული წარმოება შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), რომელიც მაჩალიკაშვილის უფლებებს იცავს.
ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ერთ-ერთი გარემოვაჭრე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა.
2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა. მისი თქმით, პირველი ჩასაბარებლად სავალდებულო საგანი ქართული ენა და ლიტერატურა იქნება,…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. მისივე თქმით, წელს გამოცდების ჩაბარება მოუწევთ მე-12 კლასელებს იმისთვის, რომ ციკლი, რომელიც გასულ წელს დაიწყო,…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11