weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

საზოგადოება

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ევროკავშირში წევრობას მოსახლეობის 83% უჭერს მხარს, ნატოს წევრობას კი 78% ემხრობა, რაც 2013 წლის…

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელში საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა.

ბათუმის მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს სასტუმრო „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩა, სადაც 170-მდე ადამიანი მუშაობდა, კუსტარულად დამონტაჟებული ხისა და რკინის კონსტრუქციებისგან გვიან ღამით გაათავისუფლეს, რასაც გარემოვაჭრეების…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო. შსს-ს ცნობით სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„სილქნეტმა“ ახალი პროდუქტების ბაზარზე გამოტანა დროებით შეაჩერა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მარეგულირებელ კომისიასთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ათზე მეტი ფაქტი გახსნა. ბოლო პერიოდში, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით 11 პირია დაკავებული, დანაშაულის ჩადენაში კი 3 არასრულწლოვანი ამხილეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ფ.ა. - მარნეულში, 1992 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ბ.ხ. კი რუსთავში დააკავეს.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში H1N1 ვირუსით, იგივე ღორის გრიპით, კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას განცხადებით, შუახნის ქალი საავადმყოფოში ერთი კვირა მკურნალობდა.

წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტში ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რასაც აფეთქება მოჰყვა. დამწვრობა მიიღო სამმა ადამიანმა, რომელიც სასწარაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]