weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საზოგადოება

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუა დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თეიმურაზ ჩოჩუა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში დაეხმარა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 1908 წლიდან სოფლის სკოლა არასტანდარტულ ხის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებულა.

საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. სუს–ის ინფორმაციით, სტრატეგიაში წარმოდგენილია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი…

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლზე სროლას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება და სამართალდამცავ უწყებებს დროული გამოძიებისაკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია ასევე ითხოვს, განემარტოს საზოგადოებას, უკავშირდება თუ არა მომხდარი ერაძის ჟურნალისტურ…

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს.

„პირველადი ანალიზით, ეს არის თავდასხმა იმიტომ, რომ ვიცით, მუქარებიც იყო. ეს არის სრული კატასტროფა, შეიარაღებული თავდასხმა ჟურნალისტზე მისი საქმიანობის გამო“, – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტ…

2019 წლის სექტემბრამდე სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს გათვალისწინებულია „უსაფრთხო სკოლის“ პროექტით, რომელიც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძემ და საგანმანათლებლო დაწესებულების…

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლზე სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სამართალდამცავებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი დააკავეს. ივანეიშვილის დაკავება დღეს, საკრებულოს სხდომაზე მოხდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მათი ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]