საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბათუმის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სადეზინფექციო ხსნარი დალია. როგორც აჭარის ტელევიზიას საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსმა, მამუკა შამილიშვილმა უთხრა, ხსნარი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ დეზინფექციის ჩატარებისთვის იყო განკუთვნილი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, რომ ბათუმში გუშინ გარდაცვლილ 48 წლის ქალს H1N1 ვირუსი, იგივე ღორის გრიპი ჰქონდა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მართვით სუნთქვაზე იყო.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველომ 4 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისი დედა დააკავა. ქალი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით არის დაკავებული, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით…
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გარემოვაჭრეებს ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცა. როგორც ზედამხედველობის სამსახურის წერილშია აღნიშნული, გარემოვაჭრეებმა ამ პერიოდის განმავლობაში უნდა აიღონ თვითნებურად განთავსებული სავაჭრო ობიექტები და საგნები.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების ბარგიდან ნივთების ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
ლიბიაში, თურქული გემიდან ორი კვირის წინ გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური, 23 წლის დავით რაზმაძე გარდაცვლილია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, თამარ იოსელიანის განცხადებით, პირველადი დათვალიერების შედეგად დასტურდება, რომ ზღვაში ნაპოვნი ცხედარი ქართველ…
თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. ისინი მეზობლები იყვნენ.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყვიბისის ტყეში 21 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთი დღით ადრე ახალგაზრდა ტყეში დაკარგული ცხენის მოსაძებნად წავიდა. სავარაუდოდ, ის ცხენიდან გადმოვარდა, დაცემისას გონება დაკარგა და გაიყინა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას დაიწყებს. პროექტი მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებოთ 68 მილიონი ლარია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11