საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ოჯახში ძალადობაში 16 პოლიციელი ამხილეს, ხოლო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე არასათანადო რეაგირების გამო, რვა პოლიციელს დისციპლინური სახდელი დაეკისრა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამით, საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ შეუერთდა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მან დავით ჭიჭინაძეს თავად მიმართა და ფრაქციაში გაწევრიანება…
საქართველოს პარლამენტმა „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა ორი თვით გადადო. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადის გადაწევის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ოთხი თანამშრომელი ისრაელის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. როგორც „რეგინფოს“ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ზვიად ბუკიამ უთხრა, ამ დროისთვის შვებულებაში 14 თანამშრომელი იმყოფება. მისთვის უცნობია, მათგან რომელი გაემგზავრა საზღვარგარეთ.
ფონდ „ქართუს“ ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული ორი დენდროლოგიური პარკი 2019 და 2020 წლებში გაიხსნება.
ბათუმში, პუშკინისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, პროფესორი ნიკოლოზ კინტრაია, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 20 000 ლარი შესწირა, ამბობს, რომ არჩევნებზე ხმას მას არ აძლევს. ამის შესახებ…
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ვასიკო ოდიშვილის სატირულ-იუმორისტული გადაცემა „ვასმედია“ გუშინ, 7 ოქტომბერს, ანონსის მიუხედავად ეთერში არ გავიდა. გამოცემა „ლიბერალი“ წერს, რომ მათი წყაროს ინფრომაციით, გადაცემა მას შემდეგ შეაჩერეს, რაც წინა გადაცემაში…
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში 61 წლის მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გენერალური ინსპექციის მოკვლევის პირველად შედეგებს აქვეყნებს. მამაკაცის გარდაცვალებაში ახალსოფლის მცხოვრებლები პატრულ-ინსპექტორებს ადანაშაულებენ. მათ პროტესტის ნიშნად წუხელ გზაც გადაკეტეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11