weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საზოგადოება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებელების ინფორმაციით, ოთხმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა დილით საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთა და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრინდა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ახალგორის (ლენინგორი) რაიონულმა სასამართლომ 37 წლის მაია ოთინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ოთინაშვილის წინააღმდეგ საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე…

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სიჩქარის მზომი სექციური რადარების მონტაჟი გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა სისტემის დანერგვას იწყებს. მოხალისეობის მსურველებს სპეციალურ პლატფორმაზე დარეგისტრირება 1 ნოემბრიდან შეეძლებათ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოს ტერიტორიაზე, 45 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 25 წლის ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს.

სამტრედიაში 16 წლის გოგონა ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდი ჩამომხრჩვალი ნახეს.

ძველ თბილისში წუხელ 25 წლის ვიტალი საფაროვი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დანაშაული სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები დანით მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბოლნისში 25 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ბრალად ხუთი ბინის გაქურდვა ედება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]