საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დუშეთის პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ხორხში 76 წლის პენსიონერის დაყაჩაღების ბრალდებით, 23 წლის დ. ჟ. დააკავეს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, მანანა კაპეტივაძე გახდა. მას 10 000 ლარი გადაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში პოლიციის 7 თანამშრომელი მისცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179 მამაკაცი.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე 9, 11, 14 და 21 სექტემბერს მედიაში გასულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა, რომელიც საქართველოს…
ბაჰრეინის სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გამარტივდა, რაც ელექტრონული ვიზით მოგზაურობას ან საზღვარზე ვიზის მიღების უფლებას გულისხმობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების ბრალდებით სამი პირი პასუხისგებაში მისცეს.
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხე ქუჩაში მიმავალ მოქალაქეს დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეითმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა აქვს. ამ დრომდე სამედიცინო პერსონალი ერთ-ერთ კერძო შენობაში მუშაობდა, სადაც შესაბამისი სამუშაო და მოსასვენებელი პირობები არ არსებობდა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ძლიერი ქარი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონსა და თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მ/წმ მიაღწევს, ხოლო დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე 20 მ/წმ იქნება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11