საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სოფიო გორგოძე უხელმძღვანელებს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სოფიო გორგოძეს განათლების სისტემაში 14-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებაში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრები, 46 წლის ახლიმან ახმედოვი გარდაიცვალა.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების საქმეზე, ბრალდებულის სახით სამი პირი დააკავა.
ოჯახის წევრებმა სირიაში 34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის, 36 წლის კახა ტოხოსაშვილისა და მათი 8 წლის შვილის გარდაცვალება დაადასტურეს. ჯოყოლოსა და ბირკიანში სამძიმრის მიღება დღეს, დილიდან დაიწყეს.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთთან მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ქალი, რომელიც ქედის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში ჩვენება მისცა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერები მან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან ერთად დადგა. მისივე თქმით, ჩანაწერები…
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დირექტორი, გივი ჯიბლაძე დააკავა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთში, ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში, სადაც ახალგორიდან დევნილი 300-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, დილით აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.…
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11