საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში 27 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „Toyota RAV-4“-ის მარკის ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა. სავარაუდოდ, მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
სამართალდამცავებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ცოლ-ქმარი, 1968 წელს დაბადებული გ.გ. და 1964 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.
„კარგად მესმის, რომ იმ სიღარიბის ფონზე, რაც დღეს საქართველოში გვაქვს, ძალიან რთულია, ვთქვათ რადიკალური უარი სხვადასხვა მიმართულებით ტყის გამოყენებაზე, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ამ მიმართულებით პრინციპული…
მაშველებმა ლაგოდეხის რაიონში, სოფელ მსხალგორთან, სავარაუდოდ, ხევში გადავარდნის შედეგად გარდაცვლილი 23 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი საგარეჯოს რაიონის მკვიდრია და არსებული ინფორმაციით, ლაგოდეხში სანადიროდ იმყოფებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის ბრალდებული ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ შოაიფ ბორზიევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რამაზ მარგოშვილს 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით,…
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში და მათ შორის თბილისში მტვრის მასა გავრცელდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მტვრის გავრცლება ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მოხდა და ცხელი და შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებამ გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა „ვარდისფერი ამფეტამინის“ სახელით ცნობილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით თბილისსა და კახეთში ხუთი პირი: 1994 წელს დაბადებული ზ. ლ, 1992 წელს…
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში შეამოწმებენ ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, როგორც ქართულ, ისე უცხოურ კომპანიებს.
თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობასთან აქცია სახელწოდებით „სოლიდარობა სვანეთს, არა სპეცნაზურ ძალადობრივ ჰესომანიას“ გაიმართება. აქცია 18:30 საათზე დაიწყება.
ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით ოთხი ადამიანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 22 წლის მამაკაცი დააკავეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11