საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მესტიაში, 25 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის დ.ნ. დაკავებულია. ბრალდებული წარსულში მრავალგზის ნასამართლევია.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავარიების შემცირების მიზნით, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის დროებით დაკეტვას ითხოვს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სპეციალისტების დასკვნით, გომბორის გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურა არასწორად არის მოწყობილი, გზა ხევში გადავარდნის ხელშემწყობ ფაქტორს…
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს, თუმცა შემაფერხებელ ფაქტორად შეიძლება პრეპარატებისადმი ფერმერთა ნაწილის უნდობლობა გახდეს.
ლანჩხუთში, კახეთიდან ჩამოტანილ ხორბალში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა განაცხადა. ნიკა მესხის განმარტებით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მარცვლოვანი კულტურისთვის ცნობილ მავნებელთან -…
აზიური ფაროსანა ქართველი ფერმერებისთვის უკვე კარგად ნაცნობი მავნებელია. 2015 წლიდან მწერმა სხვადასხვა კულტურა დააზიანა. მავნებლის „კბილი“ განსაკუთრებით იმ გლეხებმა იგრძნეს, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროს თხილი, სიმინდი და ციტრუსოვანი კულტურა წარმოადგენდა.
პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, სირიაში, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა, 38 წლის თამაზ ბათირაშვილი დაიღუპა. თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდან იყო. ბათირაშვილების ოჯახში ნათესავები სამძიმრის სათქმელად…
სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის, 53 წლის ევგენი ალექსანდროვის ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამთო მაშველებმა დღეს დაასრულეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში მეცნიერებისთვის ტური მოეწყო.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიმდინარე წელს 300 ათასამდე ჰექტარი დამუშავდა. ტერიტორიები ქიმიური საშულებით ორი მეთოდით თერმული ნისლის და ცივი შესხურების ტექნოლოგიით იწამლება.
პანკისის ხეობაში უხუცესებისა და ახალგაზრდების ახალი საბჭოს შექმნის შესახებ სალაფიტური თემის წარმომადგენელმა მურაზი გოდერძიშვილმა (მუსა პანკისელმა) დუისში გამართულ აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალ საბჭოში 15 უხუცესთან ერთად, 15 ახალგაზრდაც იქნება.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11