weather cur horoscope tv
იანვარი 11, 2025

საზოგადოება

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, 2018 წლის 16 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“-ს 100 % წილი 2 000 000 ლარად გაყიდა. კომპანია ბიზნესმენმა ირაკლი კერვალიშვილმა შეიძინა.

ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში არსებულ წრიულში დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. სოფელ ხაიშთან მოსახლეობამ გზა მას შემდეგ გახსნა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გაიყვანეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განმარტებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობამ საფრთხე შეუქმნა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რის გამოც სპეციალური დანიშნულების რაზმის მობილიზება გახდა საჭირო.

„გეხვეწებით და გემუდარებით, დაიშალეთ - არავის მიმართ არანაირი სანქცია არ იქნება. თუ უკანონო ხე-მასალა იქნება, გაიტანენ. არავის არ დაიჭერენ“, - მიმართა ხაიშის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა…

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სვანეთში, ჭუბერსა და ხაიშში ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელი შეუშალა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რის გამოც, აღნიშნულ სოფლებში, ამ დროისთვის, გამომძიებლების უსაფრთხოებისა და საქმიანობის სრულყოფილად შესრულების მიზნით, საჭირო…

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში, ხაიშსა და ჭუბერში ასობით პოლიციელი შეიყვანა. როგორც „რეგინფოს“ სამინისტროში განუმარტეს, სამართალდამცავები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამრომლების და ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოებას იცავენ.

„დღეს მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოდის, რომლის შედეგადაც, ჩვენ 20-30%-ით გავუზრდით ხელფასებს რაიონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შვილიშვილმა და მისმა მეუღლემ 90 წლის მოხუცი სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის განყოფილებაში დატოვეს. „მოვიყვანე მოხუცებული და დავტოვე სოციალურ სამსახურში. გინდა მოუარონ, გინდა მიხედონ, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. სხვა გამოსავალი არ…

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი - 2000 წელს დაბადებული ლ.ც., 2002 წელს დაბადებული გ.ნ. და 2001 წელს დაბადებული ლ.წ. პასუხისგებაში მისცეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]