საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში მცხოვრები, 75 წლის გოდერძი სეხნიაშვილი „ქართული ოცნებიდან“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი შიოლაშვილს შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. როგორც სეხნიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, შიოლაშვილი მას სატელევიზიო კომენტარის შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა…
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის, დავით სარალიძის მამამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში შიმშილობა დაიწყო. ზაზა სარალიძე ბავშვების მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას დაკავებას ითხოვს.
ზაზა სოფრომაძემ, რომელიც 2018 წლის მაისამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ბოლო 3 წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 243 080 ლარი მიიღო, საიდანაც თანამდებობრივი სარგო 97 920 ლარია, 53-ჯერ…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9035 აბიტურიენტიდან ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე დაახლოებით 4% არ გამოცხადდა. ისინი კონკურსს გამოეთიშებიან.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზა დაათვალიერა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მარნეულში, ე.წ. წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 28 წლის მამაკაცია, რომელიც 25 ივნისს, მდინარეში ბანაობისას გაუჩინარდა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.
ხაშურში, სოფელ ახალსოფელთან ახლოს, დაგუბებულ წყალში ორი ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 12 წლის ბავშვები არიან. სოფელში მერის წარმომადგენლის, ლაშა მალხაზიშვილის თქმით, ბავშვების ტანსაცმელი და ველოსიპედები მწყემსებმა ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში 80 წლის კაცმა 82 წლის და მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კაცმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თავის დას ჩაქუჩით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც…
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11