საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „ვიზეარის“ (Wizzair) რეისი დორტმუნდის მიმართულებით, რომელიც 06:00 საათზე იყო დანიშნული, ამ დრომდე არ შესრულებულა. მგზავრების თქმით, თვითმფრინავი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც დაკვამლიანება შენიშნეს, რის შემდეგაც ბორტი დაატოვებინეს.
დღეიდან საქართველოში 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. წელს გამოცდებისთვის 39 000 აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა, გამოცდაზე საკუთარი კალმები გამოიყენონ.
„ვლოცავ აბიტურიენტებს, რომლებიც ხვალ აბარებენ გამოცდებს. ღმერთმა დაგლოცოთ და კარგი ნიშნები დაიწეროს“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ აბიტურიენტები დალოცა.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომობილებს წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4-კილომეტრიან გზაზე გადაადგილება დღეიდან შეეძლებათ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტბაში 16 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც მერის წარმომადგენელმა თენგიზ ლომთაძემ „რეგინფოს“ უთხრა, მოზარდი სოფელ ვაქირში ცხოვრობდა, ახალსოფელში კი ტბაში საბანაოდ, მეგობართან ერთად იყო წასული.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 2002 წელს დაბადებული რ.უ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
თბილისში, ერთ-ერთ საცურაო აუზზე 22 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 30 ივნისს მოხდა.
დაბა ურეკში, ზღვაში 13 წლის ბავში დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვის სანაპიროდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით დახმარებას ორი მოზარდი ითხოვდა.
ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე თბილისიდან კახეთის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი, რომელსაც უცხოელი ტურისტები გადაჰყავდა, გადაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
თბილისში ქვეითი პატრულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა, მათი სამოქმედო არეალი კი გაფართოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან 20 ჯგუფად დაკომპლექტებული ქვეითი პატრულები ვაკის პარკში, ლისის და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11