weather cur horoscope tv
იანვარი 10, 2025

საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 21 წლის, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა., ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

16 წლის ბიჭი, რომელიც რუსმა სამხედროებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისიდან გაიტაცეს, ოკუპირებულ რეგიონში, ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოზარდი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

ხაშურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს, მეორე - 32 წლის მამაკაცი კი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 30 წლის გ.ლ.…

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი ითხოვს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობა საქართველოს საპატრიარქოს, კერძოდ, წმინდა გიორგი მთაწმინდელის ქართველოლოგიური კვლევების ინსტიტუტს გადაეცეს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, ცხედარი ნაწილობრივ დამწვარია.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლის ცემაში ბრალდებული პოლიციელი იაკობ ბლუაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, ახალგორში მილიციის თანამშრომლებმა საქართველოს 25 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც 3.5 გრამი მარიხუანას უკანონო ფლობას ედავებიან.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილება „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების…

ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება, ოფიციალური დოკუმენტების სქესის აღმნიშვნელ გრაფაში მესამე სქესის ჩაწერა მოითხოვონ.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, პირდაპირი შესყიდვის წესით, მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს შეიძენენ. მურღულიას თქმით, საგამოცდო ცენტრების კონდიციონერებით აღჭურვის დავალება პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისგან მიიღეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]