weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

საზოგადოება

ქალაქ რუსთავის მერიის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მედიით გავრცელებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯება. ტენდერში გამარჯვებული „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია“ ყოფილ პარლამენტარს როლანდ მგალობლიშვილს ეკუთვნის.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში გვიან შუასაუკუნეებში აშენებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

უკრაინის ოპოზიციური პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კიევში, ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ სააკაშვილის თანაპარტიელის იური დერევიანკოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ერთ-ერთ მაღაზიაში გვიან ღამით აფეთქება მოხდა. ადგილობრივების თქმით, სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე ხელყუმბარა შეაგდეს. აფეთქების შედეგად მაღაზიის შენობაში დაზიანებულია ინვენტარი, მათ შორის მაცივარი, ჩამსხვრეულია მინები.

ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე) ახმეტის მერიისთვის გაგზავნილი წერილით სამონასტრო კომპლექსთან მდებარე ტუალეტისთვის ქაღალდისა და ჰიგიენური საშუალებების შესაძენად ყოველთვიურად 2000 ლარის გადარიცხვას ითხოვს.

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მოწყობა მიმდინარეობს. ცენტრი 0-დან 18- წლამდე ასაკის 100 შშმ პირზეა გათვლილი.

ბოლო 4 თვეში პანკისის ხეობის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ომალოსა და დუმასტურში სწავლა 60-მა მოსწავლემ შეწყვიტა, დუისში 35-მა, ჯოყოლოსა და ბირკიანში კი 26-მა. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო…

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „ვითიბი ბანკის“ ფილიალის კარი ბანკის თანამშრომლებს დღეს დილით ჩამსხვრეული დახვდათ. როგორც მათ ადგილობრივ სააგენტო „ლაივპრესს“ განუცხადეს, კამერებმა დააფიქსირეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა, რომელიც შენობაში შეღწევას…

თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობაა. დღეს, ღამის საათებში ზღვაზე 4 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]