weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საზოგადოება

გურჯაანის სპირტის ქარხნის ტერიტორიაზე მშენებარე ობიექტიდან 26 წლის დათო ოდიკაძე გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მუშა შემდუღებლებს ეხმარებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითთან მდებარე მეცხოველეობის ფერმაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 34 წლის მამაკაცი ნათესავმა სანადირო თოფიდან გასროლით მუცლის არეში სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან გადაბრუნებულ და აფეთქებულ საწვავმზიდს 23 ტონა დიზელი გადაჰქონდა. საწვავმზიდი კომპანია „სოკარს“ ეკუთვნოდა.

ბორჯომის გამგებელმა ბაკურიანში თავის წარმომადგენელს გოჩა გობრონიძეს იტალიის ქალაქ ლოზანოში 9-დღიანი მივლინება გაუფორმა, რის გამოც ბიუჯეტიდან 3100 ლარი გადაურიცხა. გოჩა გობრონიძე ლოზანოში მხოლოდ ერთი დღით ჩავიდა, დანარჩენი დღეები კი რომში,…

თელავი-გომბორის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სოფელ თეთრწყლებთან, საწვავით დატვირთული სატვირთო გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრები ამონაშვილების ოჯახი პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. დღეს, გამთენიისას სამართალდამცავებმა მათ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მალხაზ ამონაშვილის თქმით, პოლიციელები ტელევიზორსა და ხელთათმანს ეძებდნენ, თუმცა სახლიდან არაფერი ამოუღიათ. დაკითხვაზეა…

ბორჯომსა და ბაკურიანს შორის მოძრავი მატარებელი, ე.წ. კუკუშკა, მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე, სოფელ არდაგანთან მოხდა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, 32 წლის თემურ გაბაიძის გარდაცვალების საქმეში, შპს „ემერჯენს სერვისის“ სამედიცინო ბრიგადის, შპს „უნიმედი აჭარას“ ხულოს ცენტრის და „უნიმედი აჭარას“ ბათუმის…

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით წითელას 268 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 30 თბილისში, 197 კი აჭარაში დაფიქსირდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]