საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მთავრობა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს ქმნის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს, არასათანადო მოპყრობისა და გადაცდომების საქმეებს გამოიძიებს.
პოლიცია ხელვაჩაურში სკოლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტს იძიებს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სრულწლოვანმა მამაკაცმა სექსუალური კავშირი 12 წლის გოგონასთან დაამყარა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2017-2018 წლის ბოლოს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 თებერვალს, გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ სასაზღვრო კონტროლის გავლისას, საქართველოს 19 მოქალაქე გერმანიაში არ შეუშვა. ისინი „ვიზეარის“ ქუთაისი-მემინგენის რეისის მგზავრები არიან.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადების ბრალდებით, ერთი მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
14 თებერვალს, ვალენტინობისთვის, წნორში, „ცოდნის კაფეში“ ხანდაზმულ წყვილებს უმასპინძლეს. ხუთ წყვილს შორის ასაკით ყველაზე უფროსი 87 წლის მამაკაცი იყო.
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნასთან, ხევში ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა ქალი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა. მსუბუქი ავტომობილი 13 წლის გოგონებს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი ვინაობა ამ დროისთვის დადგენილი არ…
ახალქალაქის მცხოვრებლებმა მირქმა და წმინდა ვალენტინის დღე აღნიშნეს. სომხური სამოციქულო ეკლესია მირქმის აღნიშვნას 13 თებერვლიდან იწყებს. Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, წელს „ვალენტინობაც“ ამ დღეს აღინიშნა.
რუსთავში საკვები პროდუქტით შვიდი ბავშვი მოიწამლა. როგორც „რეგინფოს“ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში კვებითი ინტოქსიკაციით ოთხი ბავშვი გუშინ, სამი კი დღეს დილით მიიყვანეს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11