weather cur horoscope tv
მაისი 10, 2024

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კანონით ადამიანს თვითმკვლელობის უფლება აქვს და ასეთ შემთხვევაზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მისი გამარჯვების შემთხვევაში, მერის ერთ-ერთ მოადგილედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეული კანდიდატი დაინიშნება.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ და კვლევითი ორგანიზაცია Ipsos-ი სკანდალში გაეხვნენ. საქმე ეხება „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებულ და გუშინ გამოქვეყნებულ…

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ აქციას „ტრიუმფალური ღონისძიება“ უწოდა და განაცხადა, რომ იქ დაახლოებით 150 000 ადამიანი მივიდა.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარს ოპოზიციონერ კანდიდატს, თამაზ მეჭიაურს დაუჭერს. როგორც მეჭიაური ამბობს, კონსულტაციები პოეტ ტარიელ ხარხელაურის მედიატორობით დასრულებულია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვარი ნაწილობრივ ჩაკეტა. როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, 30 ოქტომბერის ჩათვლით, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ…

სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულების შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის განახლების საკითხს განმარტავს. უწყების განცხადებით, აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების…

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვაზე, რატომ არ შემოუშვეს გუშინ უკრაინის მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტი, საქართველოს ტერიტორიაზე, უპასუხა, რომ შოუს დადგმის საშუალებას არავის მისცემენ.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, ისეთი მუხტი, როგორიც გუშინდელ აქციაზე იყო, 2012 წლის შემდეგ არ ახსოვს. კალაძე არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის შიმშილობას იმიტაციას და შოუს უწოდებს. როგორც ის ამბობს, მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]