საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, ჯანმრთელობის გაუარების შემთხვევაში, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის წინააღმდეგია. წერილი, სადაც ექსპრეზიდენტი ამაზე წერს, მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა.
„ქართული ოცნების“ წევრის და ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მისივე ხელშია და ნებისმიერ დროს შეუძლია შიმშილობის შეწყვეტა. როგორც სუბარი ამბობს, ეს იქნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მისი…
„გარკვეული თანხები იხარჯება, თუმცა იმაზე ნაკლები, ვიდრე თქვენ დახარჯეთ აქციისთვის. ეს არის კვების საფასური“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ხვალ დაგეგმილ…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სენაკის მერობის კანდიდატის კობა ნაყოფიას განცხადებით, რუსთავის ციხის ადმინისტრაციამ იმ სართულზე, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, რემონტი ჩაატარა და ფანჯრები დაბურა. გარდა ამისა, როგორც ნაყოფია ამბობს,…
19 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს არა პოლიტიკური მიზანშეწონილობის, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და პირადი უსაფრთხოების უფლების დაცვის მაღალი სტანდარტით.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, ზაზა გულიაშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, იურისტი ანა დოლიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და ადვოკატებს მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის საკითხის გადასაჭრელად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. დოლიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლო, რეგლამენტის 39-ე…
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ, 27 ოქტომბერს, 20:30 საათზე, ზუგდიდის მერიის წინ აქციას სახელწოდებით „ბრძოლა გამარჯვებისთვის, ბრძოლა მიშას თავისუფლებისთვის“ გამართავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ არჩევნების მეორე ტურის წინ „ქუთაისის განვითრების გეგმა“ და კოალიციური გუნდი წარადგინა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სახალხო დამცველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი აქტივისტია.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11