weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ  ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დააკავეს.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20-დან 18 მუნიციპალიტეტში არჩევნებს „ქართული ოცნების“ კანდიდატები იგებენ. კობახიძის თქმით, 2 მუნიციპალიტეტში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები 50%-იან ზღვართან ახლოს არიან.

პარტია „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თბილისის მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას გამარჯვების ტენდენცია გამოკვეთილია, თუმცა იმისთვის, რომ გამარჯვება იყოს მყარი, დარჩენილ საათებში ამომრჩევლის აქტივობაა საჭირო.

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზუგდიდში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან დაკავებულები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკატორები არიან.

ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურის 400 თანამშრომელს პირადობის მოწმობებს ართმევს. როგორც დეკანოიძე ამბობს, ამის მტკიცებულება გააჩნია და პროკურატურას მიმართავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.18% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 358 782 ამომრჩეველი მივიდა. პირველ ტურში აქტივობა 17.72% იყო. 

„ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაიმარჯვებს კოალიციური მმართველობა და ამის საფუძველს იძლევა წინასწარი მონაცემები, რომელიც არსებობს. საარჩევნო უბნებზე გამოცხადება 10 საათისთვის არის გაცილებით მაღალი, ვიდრე პირველ ტურში. როგორც წესი, მეორე…

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას სჯერა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, არჩევნების დღე დარღვევებით დაიწყო.

პანკისის ხეობაში, N18 ახმეტის საარჩევნო ოლქის დუისის 26-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსის მქონე მოქალაქე გურამ ხანგოშვილმა სხვისი პირადობის მოწმობით სავარაუდოდ ხმის მიცემა სცადა. ის დუისში „ქართული ოცნების“ კოორდინატორია და არჩევნებს…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]