საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პარლამენტარი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც არჩევნების მეორე ტურამდე ქუთაისში ჩავიდა, განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს „ქუთაისთან ბმა არ გააჩნია“ და ის შედეგი, რაც პირველ ტურში მიიღო, დროებითია.
„მაქვს გეგმები, ბიუჯეტი გავუზარდო თვითმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს. ძალიან მასშტაბური განახლების პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ განახლებული რეგიონების ფარგლებში“, – ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყუილი უწოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება სამეგრელოში ყოფილი პოლიციელების დაკავებას გეგმავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, ზუგდიდში ყოფილი პოლიციელების დაკავება იგეგმება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მასზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, პარლამენტარი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინიტრი, რომელიც „აზრზე არ არის, რას ნიშნავს თვითმმართველობა“. სამნიძემ ასე შეაფასა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალური არჩევნების მეორე…
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში სხვა კანდიდატებმა რომც გაიმარჯვონ „ნაბიჯს ვერ გადადგამენ“, რადგან ცენტრალური მთავრობა „ქართული ოცნებისაა“.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატმა რომც გაიმარჯვოს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ ექნება და „ნაბიჯს ვერ გადადგამს“. ამის შესახებ ღარიბაშვილმა სენაკში განაცხადა, სადაც მერად…
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოზრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია თბილისის მერი ვერ გახდება და ეს მანაც „ძალიან კარგად იცის“.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11