weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰიტლერს ადარებს. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბებში სააკაშვილმა იგივე გააკეთა, რაც ჰიტლერმა.

„ქართული ოცნებიდან“ რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე ამომრჩეველს პირდება, რომ 2022 წლიდან რუსთავში, ლიფტებში ხურდის ჩასაყრელი ყუთები გაუქმდება და ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებამდე, მოსახლეობა ლიფტებით უფასოდ ისარგებლებს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები პირების საჩივრები დაუშვებლად ცნო. საქმეებზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს…

„მაქსიმალური მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტურები გაიმართება, დამაჯერებლად და დიდი სხვაობით მოვიგოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში, სადაც პარტიის წევრებთან და აქტივისტებთან შეხვედრებს მართავს.

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, რაფავას საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა, რა დროსაც, სამართალდამცველებმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი…

„არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმ ევროპარლამენტარებს, ვინც მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა…

თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ნიკა მელიას ოთხი მოადგილე ეყოლება – მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და ირაკლი აბესაძე. ამის შესახებ მელიამ კოალიციური გუნდის წარდგენისას განაცხადა.

„ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და „დროას“ დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ, ასევე ამ ორი პარტიის სხვა წევრებმა, დღეს ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნებიდან“ წალკის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ილია საბაძე წინასაარჩევნო აგიტაციის წესის დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა. ასევე 2000-2000 ლარით დაჯარიმდნენ 29-ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე როლანდ ჭელიძე და კომისიის ორი…

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2022 წლიდან ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. კალაძის თქმით, თბილისში დაახლოებით 400 ასეთი ოჯახია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]