საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ივანე ბურდული აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი „არჩევნების გაყალბებაა“.
პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალური ქსელით ავრცელებს.
სამოქალაქო აქტივისტებმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს და ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, ასევე, ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოკითხეს. როგორც კობახიძემ თქვა, გამოკითხვა უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის შესახებ რამდენიმე დღის წინ, ბრიფინგზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს სხდომების ჩატარება და საჩივრების განხილვა ზეწოლის ფონზე უწევთ.
„სულ სხვა სიტუაცია იყო ერთი თვის წინ. დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, იმიტომ, რომ ქუჩაში სხვა აქტივობაა, პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ. ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები, ეფექტურობის თვალსაზრისით, ცოტა გადასახედი გვექნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა…
„ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან დაასრულა და აღკვეთა არჩევნების გაყალბების მრავალწლიანი პრაქტიკა, რომელიც საქართველოში სწორედ იმ პოლიტიკური ძალების დამკვიდრებულია, რომლებიც გუშინ დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა საოლქო…
ვიცე-პრემიერ მაია ცქტიშვილის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, კორონავირუსის გავრცელების შენელების მიზნით, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების საკითხზე მსჯელობს.
„დღეს გვაქვს ვითარება, როდესაც არჩევნები მიტაცებულია და ამჟამად ამ მიტაცების გაფორმება გრძელდება საოლქო საარჩევნო კომისიებში“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა–გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, თამარ კორძაიამ საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესთან…
სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) განცხადებით, რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ საჩივრები სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზით განუხილველი დატოვა, ხოლო განხილული საჩივრების უმრავლესობა არ…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11