საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
„გირჩი“ უერთდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას - პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და არც მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე მცხეთა-მთიანეთის საარჩევნო ოლქს 0.21 %-ით იგებს (დაახლოებით 100 ხმა) და ამით ახერხებს პირველივე ტურში კანდიდატის გასამარჯვებლად სავალდებულო 50 %-იანი ბარიერის გადალახვას. კერესელიძეს 25…
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნებში 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 46.1% მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა გრიგოლ…
„ამ კენჭისყრის შედეგები არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება დაუშვებელია. იქ არავინ უნდა შევიდეს: არა მარტო ოპოზიცია, არამედ, თუ შერჩენიათ თავმოყვარეობა, „ქართული ოცნების“ წევრებიც“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“…
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში არ შევა და არც არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის აზრით, ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს, შეცდომას დაუშვებენ, თუ პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან.
სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციიდან“, ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ყველა, ვინც პარლამენტში შესვლით არჩევნების ლეგიტიმურობას აღიარებს, „ხალხისგან შესაბამის პასუხს“…
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს, აშანტაჟებს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით უკვე ცნობილია, რომელი პარტია რამდენ დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11