weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. ინაშვილი უნდობლობას უცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და ამბობს, რომ შეუძლებელია მის პარტიას ხმების 3% ჰქონდეს.

N21 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ტყიბულს, თერჯოლას, ზესტაფონსა და ბაღდათს აერთიანებს, მეორე ტური გაიმართება. ამ დროისთვის ეს ერთადერთი ოლქია, რომლის მონაცმები ცესკომ სრულად დაითვალა.

პარტია „ლელო“ აცხადებს, რომ გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ერთადერთ გამოსავლად ვადამდელი არჩევნები მიაჩნია.

„გუშინ, საქართველომ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ. ქართველმა ხალხმა თავისუფალ, დემოკრატიულ და კონკურენტულ გარემოში გამოხატა საკუთარი ნება, რომელიც არჩევნების შედეგებში აისახა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა…

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ბოლო ბრიფინგის დროს ინციდენტი მოხდა. „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს“ წარმომაგენელმა ირაკლი ჭყოიძემ ჟვანია არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ადადგომისკენ მოუწოდა.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების წინასწარ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა და დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3847 საარჩევნო უბნიდან 2252 დაითვალა, რაც 58.54%. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 49.32% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ – 25.94% აქვს.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით, საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის - IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, რეგიონებში 22 საარჩევნო ოლქიდან ორს, ქუთაისსა და რუსთავს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები იგებენ, 7 ოლქში ხმების…

„მთავარი არხის“ დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია IPSOS-ს მიერ მაჟორიტარული არჩევნების შედეგების ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის 8 ოლქიდან ერთს - გლდანს გაერთიანებული ოპოზიცია იგებს, 7 ოლქში კი მეორე ტური იქნება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა და ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]