საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების გამართვაზე კონტროლი გამკაცრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა აჭარაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. საქართველოს პარლამენტში ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გაბაიძე იქნება, ხოლო ბათუმის მაჟორიტარად კენჭს პოეტი გენრი დოლიძე…
ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტისაბჭომ და „ძალა ერთობაშიაში“ შემავალმა ყველა პარტიამ ერთხმად მიიღო.
„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, პარტიის „მარშალის გეგმა“ წარადგინა, რომელიც, მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. „ლელოს“ სტრატეგიული დოკუმენტის მთავარი მესიჯებია:
2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად სულ 78-მა პარტიამ მიმართა, საიდანაც 12-ს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კახეთის, სამეგრელოს, ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 4 ოლქში წარადგინა.
ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს, ენზელ მკოიანის სატელეფონი ზარების მეშვეობით ისევ ემუქრებიან და 5 მილიონ აშშ დოლარს სთხოვენ.
წალკა-დმანისის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის, კახა ოქრიაშვილის ახლად დაფუძნებული პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ბლოკს „ძალა ერთობაშიას“ შეუერთდა. ამის შესახებ მემორანდუმს ხელი ოქრიაშვილმა და „ერთიანი…
საქართველო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის შეფასებით, ნავალნის მოწამვლა აღმაშფოთებელი და უაღრესად არაჰუმანური, უკანონო ქმედებაა.
„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არჩევნებში ერეოდა და კიდევ ჩაერევა.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11