weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

პოლიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ის უკრაინიდან საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა.

ბათუმში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და პარტიის ლიდერებმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.

პოლიტიკური პარტია „ლელოს“ აქტივისტებმა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ჩამოხსნეს საარჩევნო ბანერი, რომელზეც აჭარა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად, წითლად იყო მონიშნული. ბანერზე, მოწოდებით – „დაიცავი აჭარა!…

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ პუხაევმა განაცხადა, რომ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და ვითარებას აკონტროლებენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი ყოფილი თანამშრომლისთვის დაახლოებით 44 000 ლარის გადახდა დაეკისრა. როგორც ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ წერს, სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი სამსახურიდან უკანონოდ…

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, საზღვარზევე დააკავებენ. წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება. სააკაშვილის თქმით, ახლა იცის, უკეთესად როგორ უნდა ემსახუროს ქვეყანას და თავიდან აიცილოს…

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ არ მიიღებს ქართველი დეპუტატების მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირულ ხატს და მას უკან დააბრუნებს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ისანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის კანდიდატურა წარადგინა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]