weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პოლიტიკა

„მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. უფრო მნიშვნელოვანია ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 6.15% შეადგინა. კენჭისყრაში მონაწილეობა 215 329 ამომრჩეველმა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებზე ხმა მისცა იმ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელსაც არ შეეშინდება, იყოს ყველას პრეზიდენტი და რომელიც იამაყებს იმით, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უდგას სათავეში.

თუშეთის სოფლებში მუდმივად მცხოვრები პირები და მესაზღვრეები, რომლებიც სხვადასხვა სექტორზე იმყოფებიან, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. როგორც „მთის ამბებს“ ახმეტის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია იუკურიძემ განუცხადა, საავტომობილო გზების დეპარტამენტს თუშეთის…

„გვაქვს წინასწარი ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი პროვოკაციული ქმედებების შესახებ. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისი წარმომადგენლებისთვის თითოეულ საარჩევნო უბანზე დავალებული აქვს არანაკლებ 10 საჩივრის დაწერა. ასევე, დაგეგმილია უბნებზე…

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის 19 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის 19 - პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი - ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის…

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ეგზიტპოლის შედეგები არ გააყალბოს, ვინაიდან „მათ ტყუილს ექნება მოკლე, კერძოდ, რამდენიმესაათიანი ფეხები“.

„ჩვენ ჯერ არ ვიცით ვინ გახდება პრეზიდენტი, მაგრამ ვიცით არჩევნების პოლიტიკური შედეგი. არჩევნების შემდეგ დასრულება „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა და დაიწყება „ქართული ოცნების“ გაყოფა. ჩვენ მოწმე ვიქნებით ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის…

საპარლამენტო უმცირესობა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ზაზა სარალიძეს თავდებში უდგება. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]