საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2017 წლის საუკეთესო სპორტსმენად ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა. სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ახალგაზრდა ძალოსანი სეოკ-ის საანგარიშო სესიაზე დააჯილდოვა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ გაყიდვას. „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრები ითხოვდნენ, კლუბის შეძენით დაინტერესებული პირები საკრებულოში მისულიყვნენ და წარედგინათ გეგმა, როგორ აპირებენ კლუბის განვითარებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ბრალდებით საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები - ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე…
ესპანეთის პოლიციამ იმ პირთა სია შეადგინა, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს ღიად უჭერდნენ და ცალკე სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვდნენ. სიაში ცნობილ პირთა შორისაა „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში 322 ქულით კვლავ 104-ე ადგილზეა. გასული თვის შემდეგ რეიტინგში არაფერი შეცვლილა და წელიწადიც „ჯვაროსნებმა“ იგივე ადგილზე დაასრულეს. უშუალოდ ევროპაში ნაკრები 44-ე საფეხურზეა.
პერუს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხოსე პაოლო გერერო რუსეთში გასამართ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. FIFA-ს სააპელაციო კომიტეტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა კოკაინის მოხმარებისთვის დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის აპელაცია და სასჯელი 6 თვემდე შეუმცირა.
ევროლიგის XIII ტურში თორნიკე შენგელიას კლუბმა „სასკი ბასკონიამ“ დასანანი მარცხი განიცადა, თუმცა ვიტორიელთა ქართველი კაპიტანი პარკეტზე 29 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ხსენებულ დროში 19 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1…
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ წევრი სოლომონ კვერკველია შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში იანვარში გადავიდეს. გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, 25 წლის ქართველი მცველის შეძენით სერიოზულად არიან დაინტერესებულნი „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ და…
ჯანი ინფანტინოს განცხადებით, მსოფლიოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების არყოფნა ტრაგედიის ტოლფასია. FIFA-ს პრეზიდენტი ასევე დასძენს, რომ მუნდიალზე თამაში სხვებმა უფრო მეტად დაიმსახურეს.
მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრისტიანო რონალდო ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ბავშვთა საავადმყოფოს აშენებას აპირებს.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11