weather cur horoscope tv
მაისი 19, 2024

სპორტი

ფეხბურთში მოყვარულთა ლიგის კახეთის ზონის გათამაშება, რომელშიც კახეთის რაიონის სამოყვარულო გუნდები ასპარეზობდნენ, გურჯაანის „ბეკოს“ გამარჯვებით დასრულდა. რეგიონის ჩემპიონი გუნდი თასით დაჯილდოვდა.

დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 24 წლის ლაშა ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო და საკუთარი მსოფლიო რეკორდი სამი კილოგრამით გააუმჯობესა.

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, UEFA-ს რანგით მეორე საკლუბო ტურნირი ევროპა ლიგა მე-4 ტურით განახდლა. სამწუხაროდ ყველა ის საფეხბურთო კლუბი დამარცხდა, რომელთა ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებიც იცავენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის „ლოკომოტივის“ წევრი სოლომონ კვერკველია რუსეთის პრემიერ ლიგის პირველი წრის საუკეთესო მცველად დასახელდა.

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მე-4 დასრულდა და კიდევ ორი მერვედფინალისტი გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი. „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ ინგლისური კლუბები, „მანჩესტერ სიტი“ და „ტოტენჰემი“ შეუერთდნენ.

27-29 ოქტომბერს ქალაქ ონში თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ორგზისა და სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელზეც საქართველოს რეგიონებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სლოვაკი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის კანდიდატურა სერბეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე განიხილება.

მცირე შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მე-4 ტურის შეხვედრებით განახლდა. რვა მატჩს შორის რამდენიმე შეხვედრა ზოგი გუნდისთვის გადამწყვეტი გამოდგა და პირველი მერვედფინალისტი გუნდების ვინაობა გახდა ცნობილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ნოემბერში გასამართი საერთაშორისო ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

20-29 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები წარმატებით გამოვიდა და 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]