weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სპორტი

მონაკოს 75-ე დიდი პრიზი სებასტიან ფეტელის გამარჯვებით დასრულდა. მსოფლიოს ოთხგზის გერმანელმა ჩემპიონმა „ფერარის“ ნანატრი გამარჯვება მოუპოვა - იტალიური გუნდის პილოტს მონაკოს რბოლა 2001 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. აღსანიშნავია, რომ…

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართული საზაფხულო სუპერტურნირი ნაცუ ბაშო ქართველი სუმოისტებისთვის წარმატებული გამოდგა - ლევან გორგაძემ და გაგამარუმ თავიანთ დივიზიონებში გამოსვლა მე-2 ადგილებზე დაასრულეს.

კატალონიის „ბარსელონა“ ერნესტო ვალვერდეს ჩააბარეს. ესპანელი სპეციალისტი ლუის ენრიკეს შეცვლის, რომელმაც კლუბი სამწლიანი მუშაობის შემდეგ რამდენიმე დღის წინ დატოვა.

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 2016-2017 წლების გათამაშება საქართველოს ნაკრების წევრ ლევან მჭედლიძისთვის ცუდად დასრულდა - მისმა გუნდმა „ემპოლიმ“ ბოლო ტურში ჩემპიონატიდან უკვე გავარდნილ „პალერმოსთან“ წააგო და სერია A დატოვა. სხვა განსაკუთრებული…

თურქეთის მთავრობამ NBA-ის კლუბ Oklahoma City Thunder-ის თურქი წევრის, ენეს ქანთერის დაკავების ორდერი გამოსცა. 25 წლის კალათბურთელს ბრალი ტერორისტული ჯგუფის წევრობაში ედება.

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასზე, რომელიც უნგრეთში გაიმართა მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.

გასულ უქმეებზე წამყვან ევროპულ საფეხბურთო ქვეყნებში თასის გათამაშების ფინალური მატჩები გაიმართა. ესპანეთის, ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის თასები, შესაბამისად, „ბარსელონამ“, ლონდონის „არსენალმა“, „პარი სენ-ჟერმენმა“ და დორტმუნდის „ბორუსიამ“ მოიპოვეს.

თბილისის „დინამომ“ საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პლეი-ოფის ფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგო „ქუთაისს“ და 2016-17 წლების სეზონის საქართველოს ჩემპიონი გახდა.

26 მაისს იტალიის ქალაქ სასარიში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა. UWW-ს ეგიდით გამართულ შეჯიბრზე სოსო ჯაბიძის შეგირდებმა 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1…

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, ტოკიოს ელიტარულ დარბაზ „რიოგოკუ კოკუგიკანში“ მიმდინარე სუპერტურნირ ნაცუ ბაშოზე მოგებათა რაოდენობა ათამდე გაზარდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]