weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სპორტი

ესპანეთის საგადასახადო სამსახური სპორტსმენების ფინანსური საქმიანობის კვლევას განაგრძობს. ამჯერად ფინანსური სქემების გამოყენებით გადასახადებისგან თავის არიდებაში მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელ ლიდერ კრისტიანო რონალდოს ადანაშაულებენ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ გასული წლის ივლისში „ბარსელონას“ ფეხბურთელ ლიონელ მესისთვის გამოტანილი 21-თვიანი პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვა. არგენტინელი ვარსკვლავი და მამამისი ხორხე მესი გადასახადების დამალვისთვის დასაჯეს, რადგან მამა-შვილმა ესპანეთის ბიუჯეტში 4.1…

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს შეხვდა. ინფანტინომ ივლისში გასამართი კონფედერაციათა თასისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის რუსეთის მზადების პროცესით კმაყოფილება გამოთქვა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის - ევროპა ლიგის 2016-2017 წლების გათამაშების გამარჯვებულია. ინგლისურმა გრანდმა სტოკჰოლმში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ამსტედამის „აიაქსი“ ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა და ევროპა ლიგის თასს პირველად…

ცხრა გამარჯვება თერთმეტ ბრძოლაში – ასეთი შედეგი აქვე ქართველ სუმოისტ ლევან გორგაძეს იგივე ტოჩინოშინს, რომელიც იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ნაცუ ბაშოს სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-10 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს.

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ასზე მეტმა პრიზიორმა სპორტსმენმა რიო დე ჟანეიროში მოპოვებული მედალი საორგანიზაციო კომიტეტს დაუბრუნა იმის გამო, რომ მედლებს ჟანგი მოეკიდა და შავი ლაქები გაუჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს.

საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის ე.წ. თეთრ ჯგუფში მოასპარეზე საფეხბურთო გუნდი „თელავი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. უკანასკნელ შეხვედრაში „თელავმა“ საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი და პრინციპული მეტოქე გუნდი, თბილისის „შევარდენი 1906“ კაპიტან…

ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა. მდინარე მტკვარზე მოეწყო ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატის წინა საჩვენებელი დაშვება. ევროპირველობა ჩითახევში 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]