weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სპორტი

ტოკიოში გამართული სექტემბრის 15-დღიანი სუპერტურნირი ლევან გორგაძემ 9 მოგებითა და 6 მარცხით დაასრულა. ბოლო ორთაბრძოლაში ტოჩინოშინის სახელით ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა რთულ მეტოქედ მიჩნეული ტაკაიასუ დაამარცხა.

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატზე ორი რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა: აკვრაში მან 264 კგ აწია, რაც მსოფლიო რეკორდია, ორჭიდის ჯამში კი - 478 კგ, რაც ასევე მსოფლიოს საუკეთესო შედეგია.

ლევან გორგაძემ ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე დადებითი ბალანსი ანუ კაჩი-კოში გაიფორმა, რითაც დასავლეთის ოძეკის წოდება შეინარჩუნა. ტოჩინოშინმა სექტემბრის სუპერტურნირის ბოლოსწინა დღეს დასავლეთის მე-4 მაეგაშირა აბი დაამარცხა და მოგება-წაგებათა ბალანსი 8/6…

თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის გუნდმა „სასკი ბასკონიამ” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ბარსელონა“ ანგარიშით 79:76 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა კრისტიანო რონალდოს გუნდიდან წასვლის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე ღიად პირველად ისაუბრა. „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტის განცხადებით, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მადრიდი პირადი მიზეზით დატოვა და „რეალი“ ყოველთვის მის სახლად…

ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოს მე-13 საასპარეზო დღე წარუმატებელი გამოდგა ლევან გორგაძისთვის. ტოჩინოშინის სახელი ცნობილი ქართველი სეკიტორი შოდაისთან დამარცხდა და სექტემბრის სუპერტურნირზე 7 მოგების წილ 6 წაგება დაუგროვდა.

ჩემპიონთა ლიგის მსგავსად სტარტი UEFA-ს რანგით მეორე ტურნირმაც აიღო. ევროპა ლიგაზე 5 ისეთი კლუბიც მონაწილეობს, რომელთა ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები იცავენ.

საქართველოს ნაკრების წევრმა ვალერი ყაზაიშვილმა ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. MLS-ის 29-ე ტურში ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსე ერსქვეიკსმა“ მორიგი მარცხი „ატლანტა იუნაიტედთან“ განიცადა, თუმცა 27 წლის ქართველმა…

FIFA / Coca-Cola-ს განახლებულ მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მცირე პროგრესი განიცადა და სამი საფეხურით დაწინაურდა. „ჯვაროსნები“ ამჟამად 93-ე ადგილს იკავებენ.

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შესახებ სპორტსმენმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]