weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კავკასია

აზერბაიჯანის დედაქალაქში ჯარის მხარდასაჭერად აქცია-მსვლელობა გაიმართა. სააგენტო Turan-ის ინფორმაციით, რამდენიმე ათასმა ახალგაზრდამ ბაქოს ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყო დროშებითა და შეძახილებით „ყარაბაღი ჩვენია“, „დიდება ჯარს“, „ჯარისკაცებო წინ“, „მთავარსარდალო, გამოაცხადე მობილიზაცია“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოფიანი აზერბაიჯანელ ქალებსა და დედებს მიმართავს, მოუწოდონ საკუთარი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და საფრთხეში არ ჩააგდოს ბავშვები როგორც აზერბაიჯანულ, ისე სომხურ მხარეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დღეს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც კონფლიქტის ზონაში გუშინ მომხდარი დაპირისპირება განიხილეს. ალიევის განცხადებით, 12 ივლისს ადგილი ჰქონდა სომხეთის მორიგ პროვოკაციას აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე. როგორც პრეზიდენტმა თქვა,…

„აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობას დაეკისრება მთელი პასუხისმგებლობა რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებადი შედეგებისთვის“, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მათი ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა.

აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტები, რომლებიც 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას და გამოცდის ჩაბარებას, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდებიან.

ავსტრიაში, ვენის მახლობლად მდებარე ქალაქში რუსეთის მოქალაქე, წარმოშობით ჩეჩენი მამიხან (ანზორ) უმაროვი მოკლეს. გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, უმაროვი ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მწვავედ აკრიტიკებდა, მათ შორის, Youtube-ზე საკუთარი ჩეჩნურენოვანი არხის…

საქართველო-სომხეთის საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, 3.1 მაგნიტუდის ბიძგები თბილისის დროით 08:06 საათზე დაფიქსირდა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ქალაქ გუდერმესში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის მადინა უმაევას დედამ რამზან კადიროვის წინაშე ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ შვილის სიკვდილის მიზეზად ოჯახური ძალადობა დაასახელა.

სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 665 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 746 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 18 698-ს შეადგენს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]