weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კავკასია

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირების პირველივე დღიდან პირბადე ეკეთა, რის შედეგადაც, მასთან კონტაქტში მყოფ პირებს ვირუსი არ გადაედოთ. მისივე თქმით, პირბადეების ტარებაზე ადმინიტრაციული კონტროლი გამკაცრდება. 

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უარყოფს ბრალდებას იმის შესახებ, რომ საქართველოში დაკავებული რუსეთის მოქალაქე, მისი დავალებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. ამ საკითხს კადიროვი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ გამოეხმაურა.

ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში დღეს მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სააგენტო „ინტერფაქსი“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სროლის შედეგად მოკლულები არიან ორი სამოქალაქო პირი, პოლიციელი და…

სომხეთის მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით, 13 ივლისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 566 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სომხური მედია დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ერონული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ დაიღუპა კიდევ 18 ადამიანი, 240 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა, არტაკ დავთიანმა, კარანტინის დროს შვილს მრავალრიცხოვანი ქორწილი გადაუხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ის და მისი ოჯახის წევრები კორონავისუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ ფაშინიანი Facebook-ზე წერს.

მიმართვას ხელს 10 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ სომხეთის მოქალაქეებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას კრიზისის დაძლევაში.

"ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, რომ განიხილოს მეზობელი ქვეყნის დახმარება ასეთ რთულ დროს. დახმარებაში ვგულისხმობთ სომხეთისთვის შეთავაზების გაკეთებას მათი პაციენტების საქართველოში მკურნალობასთან დაკავშირებით. ვთვლით, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი მეზობელი სახელმწიფოს დასახმარებლად…

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 11, 221-ს მიაღწია. სულ, ქვეყანაში გარდაცვლილია 176 ადამიანი.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]