weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

კულტურა

კულტურის სამინისტრომ სამ თეატრში, კერძოდ, ზესტაფონის, ქუთაისის და თბილისის თუმანიშვილის სახელობის თეატრებში, სამხატვრო ხელმძღვანელთა შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

მსახიობი პაატა გულიაშვილი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კიდევ 4 წლის განმავლობაში იქნება. 

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის კადრები შეინარჩუნეს, რომლებიც უფრო კომპეტენტურებად და კეთილსინდისიერებად იქნენ მიჩნეული. 

თბილისში, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მინისტრ თეა წულუკიანის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები გააპროტესტეს. აქციაში სამინისტროს დაქვემდებარებული სხვადასხვა დაწესებულებებიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და აქტივისტები მონაწილეობდნენ. 

კულტურის სამინისტროს მმართველობაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაუქმდა, მისი უფროსი ბექა ბარამიძე კი გათავისუფლდა. 

საქართველოს კულტურის სამინისტრო გეგმავს ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორთან, ლაშა ბაქრაძესთან „სერიოზულად განიხილოს“ წიგნის გამოცემისას დაშვებული შეცდომა. საქმე ეხება პოეტ ელენე დარიანის შესახებ გამოცემულ წიგნს, სადაც ანა კალანდაძის ორი ლექსი შევიდა…

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეროვნული მუზეუმების გაერთიანებაში განსაკუთრებული, ავტონომიური სტატუსი მიენიჭა და მის დირექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგიის…

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის „წლის საუკეთესო“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. სამინისტროს ინფორმაციით, ოთხ ნომონაციაში გამარჯვებულები არიან:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ უწყების თანამშრომლებმა, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მეფე დავით IV აღმაშენებლის პერიოდის ისტორიული მონეტა ამოიღეს. 

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2021 წლის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. გამარჯვებულები გახდნენ:

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]