ოქტომბერი 17, 2018
weather cur airplane horoscope tv

კულტურა

ამერიკაში ქართული კარატეს კლუბის Philly Karate Club დამფუძნებელი გიორგი ელიზბარაშვილი საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძესა და საქართველოს კონსულს, გიორგი არჩემაშვილს შეხვდნენ, რისი მიზანიც სხვადასხვა ღონისძიებებისა და ფესტივალების დაგეგმვა იყო, რაც ქართული…

ჰაიტელი რეპერი, ჯგუფ Fugees-ის ყოფილი წევრი, სამი გრემის მფლობელი მუსიკოსი და პროდიუსერი უაიკლეფ ჟანი ბათუმის კორტებზე კონცერტს ხვალ, 21 ივლისს გამართავს. როგორც უაიკლეფ ჟანმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, მისთვის დიდი პატივია…

ქართველი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „იავნანამ რა ჰქმნა“ შვეიცარიაში გერმანულ ენაზე გამოიცა. წიგნი შვეიცარულმა გამომცემლობა Daltas Verlag-მა გამოსცა, გერმანული ტექსტის თარგმანზე კი ჰელმუტ კუნკელმა იმუშავა.

ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმის პირველი ღონისძიება 28 ივლისს, 20:30 საათზე სოფელ ომალოს ცენტრში დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში, ღია ცის ქვეშ გაიმართება ფოტოჩვენება და საჯარო ლექცია.

საქართველოს ნაკრები გუნდი მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ნაკრები კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული.

გერმანელმა და ბერძენმა არქეოლოგებმა სამწლიანი მუშაობის შემდეგ, სამხრეთ საბერძნეთის უძველეს ქალაქ ოლიმპიაში ჰომეროსის „ოდისეას“ უძველესი ასლი აღმოაჩინეს. უძველესი ქვის ფირფიტა სავარაუდოდ ახ. წ. III საუკუნეს ეკუთვნის და ანტიკური პოემის 13…

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შატილში, ერთი წლის წინ ჩამოშლილი მე-6 კოშკის რეაბილიტაცია დაასრულა. სააგენტოს ინფორმაციით, კოშკის დაზიანებული ფასადი კვლავ ავთენტური ფიქლის ქვის მშრალი წყობით აღდგა.

ყვარელში მდებარე მე-18 საუკუნის ე.წ. სისონაანთ კოშკის კომპლექსს, რომელშიც კოშკი, გალავანი და მარანი შედის, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დემნა გვასალიამ პარიზში Vetements-ის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელიც საქართველოთი და იმ ძალადობით არის შთაგონებული, რომელიც მან და მისმა ოჯახმა 1992 წელს გადაიტანა. დემნა გვასალიას თქმით, სამშობლოსთვის მიძღვნილი კოლექციის…

კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, ხელის ჩრდილების თეატრისა და საგანმანათლებლო ფილმების სტუდია „კვალი XXI“-ს დამფუძნებელი გელა კანდელაკი ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესგან ლიეტუვის წინაშე დამსახურებისთვის საგანგებო ჯილდოს მიიღებს.

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]