weather cur horoscope tv
დეკემბერი 30, 2024

კულტურა

პოეტმა ბესიკ ხარანაულმა რიონის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, ლექსი „ბედნიერი რიონის ხეობის მცველები“ მიუძღვნა. პოეტი თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ადგილზე ვითარებას სააგენტოს და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები გაეცნენ.

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარების შესასწავლად ივნისში საქართველოში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ექსპერტი ჩამოვა. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა განაცხადა.

8 მაისს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი იწყება და 12 მაისს დასრულდება. ყველა კინოჩვენებაზე დასწრება უფასო იქნება. ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლეო გაბრიაძის ფილმით „ჰარი ჰარალე დედაო“…

რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. ის თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ნიკოლოზ ანთიძემ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. როგორც სააგენტოს პრესსამსახურში განმარტავენ, ანთიძემ განცხადება დაწერა და ის კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა.

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა და მერის მოადგილეებმა თეიმურაზ ზავრაშვილმა და სიმონ ქოჩორაშვილმა სოფელ კარდენახში მდებარე, 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი…

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გამოვიდა ინიციატივით, რომ აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს. ამის შესახებ მან საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში განაცხადა, სადაც წიგნის მოყვარულ ბებიასა და შვილიშვილს წიგნები გადასცა.

80 წლის ასაკში ქართველი ფოლკლორისტი და მუსიკოსი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. ის კორონავირუსის დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილეებმა გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით არქიტექტორ-რესტავრატორებთან ორი შეხვედრა გამართეს და კონსენსუსის საფუძველზე, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]