საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის მოადგილეებად კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია დაინიშნენ. ისინი მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად წარადგინა.
„ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს სერიოზული ხარვეზები აქვს დაშვებული გელათის რესტავრაციის პროცესში“, – განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს ელისო ბოლქვაძე, რომელიც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. მას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. ელისო ბოლქვაძე ამ თანამდებობაზე ერთადერთი კანდიდატურა იყო.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეჟისორი ქეთი დოლიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ამსახველი ფოტოები რეჟისორმა Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა ამ დროისთვის ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი აღარაა.
ქართველი მწერლები, საქართველოს პენცენტრის წევრები მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მთავრობას ღია წერილით მიმართავენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ რიონის ხეობის მცხოვრებლებს, რომლებიც მეოთხე თვეა ღამეებს კარვებში ათევენ, პროტესტს გამოხატავენ, მშვიდობიანი მეთოდებით…
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ადრეულ გაზაფხულზე საქართველოში UNESCO-ს სპეციალისტები ჩამოვლენ და გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარის გადახურვასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს მოამზადებენ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, პიანისტ ელისო ბოლქვაძის განცხადებით, თეა წულუკიანი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე „ბრწყინვალე“ იქნება, რადგან ძალიან პრინციპულია.
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარს ქარმა დროებითი სახურავიც გადახადა დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები გუშინვე დაიწყო.
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელმა ვლადიმერ კეხმანმა ნინო ანანიაშვილთან ხელშეკრულების გაფორმებისა და გაწყვეტის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქართველმა პრიმა ბალერინამ შეთანხმება დაარღვია, როდესაც საბალეტო დასისთვის ოფიციალურ წარდგენამდე…
ქართველო პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასს აღარ უხელმძღვანელებს. როგორც თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიღებულია გადაწყვეტილება გაფორმებული ხელშეკრულების მხარეთა თანხმობის საფუძველზე გაწყვეტის შესახებ.
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11