ივნისი 16, 2019
weather cur horoscope tv

კულტურა

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით სამი მილიონი ალბომი და ოცი მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 6 აგვისტოს, შეკვეთილში, „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს.

თელავის ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებლის წინ ღირსების ორდენის კავალერის, თელავის საპატიო მოქალაქის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პავლე დემურიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი გაგა ჩხეიძე დაინიშნა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე თავად ჩხეიძემ დაწერა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება.

16 ივნისს, Black Sea Arena-ზე პოპულარული ამერიკული მუსიკალური ჯგუფის, The Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება.

ოსკარის ორგზის ნომინანტი სცენარისტი და რეჟისორი, ჯონ სინგლტონი 51 წლის ასაკში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. რეჟისორმა 10 დღის წინ ინსულტი გადაიტანა და ინტენსიურ მკურნალობას გადიოდა.

ჰოლივუდის ცნობილი კომპანიების HBO-ს და Universal Pictures-ის წარმომადგენლები, ასევე, დამოუკიდებელი ლოკაციის მენეჯერები, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს სწავლობენ. მათ უკვე დაათვალიერეს ყაზბეგის რამდენიმე სოფელი, გერგეთის სამება, უძველესი…

25 აპრილიდან 1-ელი მაისის ჩათვლით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს, კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად პოპულარული ტელეარხისა და ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლები სტუმრობენ.

იტალიის ქალაქ ბრაჩიანოში, მწერალ ენტონი ბერჯესის კუთვნილ სახლში გამოუქვეყნებელ ხელნაწერებს მიაგნეს, რომელიც 1962 წლის ცნობილი რომანის, „მექანიკური ფორთოხალის“ გაგრძელება ისტორია უნდა ყოფილიყო.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთს ნეო-იმპრესიონისტი მხატვრის, პაუნტილიზმის ფუძემდებელ პოლ სინიაკის (1863-1935) მოპარული ტილო „ლა-როშელის პორტი“ დაუბრუნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]