weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კულტურა

სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში სანდრო ახმეტელის სახელობის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იმართება. ფესტივალი 29 ივნისს, სოფელ ანაგაში, სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმში გაიხსნა და 2 ივლისს დასრულდება.

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი კომპლექსური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

ქართლის უძველეს ნაქალაქარზე, ძალისში, ახ. წ. აღ. მე-3 საუკუნის პერიოდის ბულა აღმოაჩინეს, რომელზეც სპარსეთის შაჰის თავია გამოსახული არამეული წარწერით. ამ ინფორმაციას Qartli.ge არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელზე, გოდერძი ნარიმანიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 ივლისს, Black Sea Arena-ზე, დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტი "ზაფხულის დღესასწაული" გაიმართება. მას აკომპანირებას ინგლისური ბენდი გაუწევს. სპეციალური მოწვევით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გორის ქალთა კამერული გუნდი.

ლეგენდარული ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის 17 სექტემბერს გასამართ კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, ორგანიზატორები ქართველ მსმენელს დამატებით ბილეთებით უზრუნველყოფენ.

ცნობილი შვედი კინოვარსკვლავი მიკაელ ნიუკვისტი 56 ასაკში, სტოკჰოლმში გარდაიცვალა. მსახიობი უკანასკნელ წლებში ფილტვის კიბოს ებრძოდა.

ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ მსოფლიოს იმ უძველესი ქალაქების სიას აქვეყნებს, რომლებიც უხსოვარი დროიდან დღემდეა დასახლებული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უშგულში, ჩამონგრეული ჩარკვიაენების საგვარეულო კოშკის აღდგენითი სამუშაოები ივლისიდან დაიწყება. სპეციალისტების ვარაუდით, კოშკის სრული რეაბილიტაცია წელსვე უნდა მოესწროს. უკიდურეს შემთხვევაში კი სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე…

პერსონაჟ ჰარი პოტერის შესახებ პირველი წიგნის გამოსვლიდან ზუსტად 20 წელი გავიდა. მსოფლიოში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნის ფანებს იუბილე „ფეისბუქმაც“ მიულოცა - რამდენიმე სიტყვის (Harry Potter, Slytherin, Gryffindor) დაწერით ჰარი პოტერის…

„აბრეშუმის თეატრი“ (Silk Theatre) 23 ივნისს სპექტაკლით „უკომენტაროდ“ გაიხსნება. თეატრი 2010 წელს რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ დაარსდა, თუმცა რამდენიმე სპექტაკლის დადგმის შემდეგ მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]